”ტოტენჰემის” თავდამსხმელის, პიტერ კრაუჩის საცოლე მოდელი ები კლენსი კვლავაც ცუდ განწყობაზეა. მას შემდეგ, რაც მან თავისი საქმროს ღალატის შესახებ გაიგო, გახდა და საკმაოდ ცუდად გამოიყურება. სიტუაციის გამოსასწორებლად გოგონამ სილამაზის სალონს მიაშურა, მაგრამ მას დაავიწყდა, რომ სილამაზის სალონის მახლობლად მანქანის გასაჩერებელი ადგილი არ არის, რის გამოც უკან მიბრუნებულს თავისი მანქანის საქარე მინაზე ჯარიმის ქვითარი დახვდა მიკრული.
შეგახსენებთ, რომ ები და პიტერი მას შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს, რაც ფეხბურთელმა საცოლეს 800 ევროს საფასურად ესპანელ მეძავთან უღალატა.თუ მომავალშიც ასე გაგრძელდა, მაშინ ინგლისის ნაკრებში არ დარჩებიან ფეხბურთელები, რომლებიც თავიანთი მეუღლის ერთგულებას ინარჩუნებენ, ხოლო ტონი ტერის, კოლინ რუნის, ები კლენსის უკვე შეუძლიათ მოტყუებელი ცოლების ქალთა გუნდი ჩამოაყალიბონ. ჯერჯერობით ები პიტერს დაუბრუნდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ ადრინდელი ურთიერთობა აღარ ექნებათ. კლენსის ხვედრს ვერც ესპანელი მეძავის, მონიკა მინტის აღიარება ამსუბუქებს, რომელმაც განაცხადა, რომ გაკვირვებული დარჩა კრაუჩის გადაწყვეტილებით, საცოლისთვის ეღალატა. მისი თქთმით, თავად კრაუჩის ადგილას არასდროს უღალატებდა ისეთ ლამაზმანს, როგორიც ებია.

No comments:
Post a Comment