თურქეთი ბოსფორის სრუტის პარალელურ არხს გაჭრის, რომელიც შავ ზღვას მარმარილოს ზღვასთან დააკავშირებს, ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.
მისი თქმით, "სტამბულის არხი" 150 მეტრი სიგანის და 25მ სიღრმის იქნება. არხის საშუალებით ბოსფორის სრუტე განიტვირთება. როგორც მოსალოდნელია, არხს სტამბულის ჩრდილოეთით გაიყვანენ.
ამჟამად ნებისმიერი საზღვაო გადაადგილება შავ და მარმარილოს ზღვას შორის ბოსფორის სრუტის გავლით ხორციელდება. იმის გამო, რომ სრუტე გადატვირთულია, ზოგიერთ ხომალდს მოცდა უწევს. გარდა ამისა, გადატვირთული მოძრაობის გამო, ხომალდები ერთმანეთს ეჯახებიან კიდეც.
მარმარილოს ზღვა ხმელეთს შორის მოქცეული ზღვაა, რომელიც შავ ზღვას ეგეოსთან აკავშირებს და ამგვარად, თურქეთის ევროპულ ნაწილს აზიურისგან ჰყოფს. ის შავ ზღვას - ბოსფორის სრუტით, ხოლო ეგეოსის ზღვას დარდანელის სრუტით უერთდება.

No comments:
Post a Comment