Wednesday, April 27, 2011

შვედეთის პრინცი მსოფლიოში ყველაზე ლამაზ მონარქად აღიარეს

 ვებსაიტმა Beautifulpeople.com-მა სამეფო ოჯახის ყველაზე ლამაზი წევრების გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა. მასში მონაწილეობა 130 000-მა ადამიანმა მიიღო, რომლებმაც ხმები სხვადასხვა სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს მისცეს. ხმების 88% შვედეთის პრინცმა კარლ ფილიპმა მოიპოვა.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწინებაზე ლაპარაკობს, უილიამმა პირველ სამეულში მოხვედრა მაინც ვერ შეძლო. მან მეხუთე ადგილი დაიკავა. უილიამს მისმა ძმამ ჰარიმ გაუსწრო, რომელიც მეოთხე ადგილზე გავიდა. მეორე ადგილი მონაკოს პრინცმა ანდრეამ, მესამე კი დანიის პრინცმა ფრედერიკმა დაიკავეს.


კარლ ფილიპი შვედეთის მეფის, კარლ XVI გუსტავისა და დედოფალ სალვიას ერთადერთი ვაჟია, მას უფროსი და მედლინი ჰყავს, კარლი მამის პირდაპირ მემკვიდრედ მოიაზრება. ის 31 წლისაა და დღემდე უცოლოა. ჟურნალ "ფორბსის" აზრით, კარლ ფილიპი მსოფლიოში ყველაზე სასურველი ცისფერსისხლიანი სასიძოების რიცხვში შედის.

რაც შეეხება მსოფლიოში ყველაზე ლამაზი პრინცესის ტიტულს, მიუხედავად იმისა, რომ ქეით მიდლტონი ჯერ პრინცესა არ გამხდარა, პირველ სამეულში მაინც მოხვდა. პირველ ადგილზე გარდაცვლილი მონაკოს პრინცესა გრეის კელი, მეორეზე - იორდანიის პრინცესა რანია, გავიდა, მას მიდლტონი მოსდევს. მეოთხე ადგილი კი პრინცესა დიანას ერგო.



No comments:

Post a Comment