Thursday, April 28, 2011

ბულგარეთის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციამ გაჟონა

 ბულგარეთის ატომურ ელექტროსადგურ "კოზლოდუის" ერთ-ერთ ენერგობლოკზე რეაქტორში რადიოაქტიური გაზების დონემ მოიმატა.

რადიაციის დონის მატებას "ნულოვანს" უწოდებენ, რაც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, თუმცა სადგურის პერსონალის ევაკუაცია მაინც განხორციელდა.

ინციდენტი პირველ კონტურზე სარემონტო სამუშაოების დროს მოხდა. ენერგობლოკში ქსენონის კონცენტრაცია გაიზარდა, რომელიც ბირთვული საწვავის დაშლითი რეაქციის შედეგად წარმოიქმნება. 


ამ დროისთვის რემონტი შეჩერებულია. სადგურის პრესსამსახურის განცხადებით, რადიაციული დონის ნორმალიზებისთვის ყველა აუცილებელი ზომა მიღებულია. 

ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების საკითხები იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ აქტუალური გახდა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით გარემოს დაცვის ორგანიზაციები ატომური ენერგეტიკის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებს აწყობენ.  

"ფუკუსიმა-1"-ზე ამჟამად პირველი, მეორე და მესამე ენერგობლოკების გაგრილების უპრეცედენტო ოპერაცია მზადდება. ოპერაციის მიზანი თითოეული რეაქტორის შიგნით საწვავის სექტორის თავზე წყლის ბალიშების შექმნაა. პირველ რეატორზე სატესტო რეჟიმში სამუშაოები უკვე ტარდება.

No comments:

Post a Comment