პარლამენტის შენობის ქუთაისში გადატანის იდეის გაცხადებისთანავე, პრეზიდენტ სააკაშვილს არც დაუმალავს, რომ ამ გადაწყვეტილებას, პროზაული მიზანი ჰქონდა (და არა მხარის ეკონომიკის აყვავება).
ქვეყნის ბედი რუსთაველის გამზირზე არ უნდა წყდებოდესო, - განაცხადა პრეზიდენტმა და თუ ადრე, პარლამენტის ნაწილობრივ გადაბარგებაზე საუბრობდნენ, ახლა მის მთლიანად ქუთაისში (ანუ მეორე დედაქალაქში) გადატანაზე ალაპარაკდნენ. თუმცა, ახალ პარლამენტს ბედი არ სწყალობს. რამდენიმე დღის წინ მშენებლობის ადგილას გრუნტის წყალმა ამოხეთქა. სხვათა შორის, ეს პარლამენტის ქუთაისში გადატანის იდეის პირველმა გამხმოვანებელმა დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემაც დაადასტურა, თუმცა, იქვე, ამაყად დასძინა: "არა უშავს, თბილისიც წყალზე დგასო".
რა ხდება ამჟამად ქუთაისში? გრძელდება თუ არა პარლამენტის მშენებლობა?
მართლაც მწვავედ დგას ქალაქში სასმელი წყლის საკითხი?- ამ კითხვებით რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ნატო ქათამაძეს მივმართეთ. მან გვითხრა: ადგილობრივი ხელისუფლება გაფაციცებით ცდილობს, ეს ფაქტი მიჩქმალოს, შენიღბოს, პირად საუბრებშიც კი არ ადასტურებენ. არადა, ამ მშენებლობის დაწყებამდე, 50 მილიონი ლარი სწორედ სეისმური კვლევების ჩასატარებლად გამოიყო. საინტერესოა, რა გამოიკვლიეს, რატომ არ გაითვალისწინეს რისკი, თუ ეს თანხაც "ნაციონალების" საარჩევნო ყულაბაში დაილექა?..
ამჟამად მშენებლობა შეჩერებულია. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს პირდაპირ გვეუბნებიან: თქვენი გულის გასახეთქად პარლამენტი მაინც აშენდებაო. თუმცა, კულუარებიდან გამოსული ინფორმაციით, უკვე ფიქრობენ პარლამენტის შენობის სხვა ადგილზე აშენებაზე; საკანონმდებლო ორგანო სწორედ იმ ადგილზე შენდება, სადაც დიდების მემორიალი ააფეთქეს და უდანაშაულო ადამიანები შეიწირეს.
ამ ფონზე ჩვენს ქალაქში უმწვავესად დგას სასმელი წყლის პრობლემა და ეს მაშინ, როცა სპეციალისტთა აზრით, ქუთაისს წყალი არ უნდა უჭირდეს, რადგან ეს ის ადგილია, სადაც კავკასიონის ქედი მთავრდება და კოლხეთის დაბლობი იწყება. მათი აზრით, ქუთაისიდან ფოთამდე, ნიადაგში იმდენი წყალია, ნახევარ ევროპას ეყოფა... ქალაქის ზოგიერთ უბანს წყალი გრაფიკით, დღეში 2-3 საათით მიეწოდება.
ხელისუფლების წარმომადგენლები, ჯერ კიდევ 2009 წელს ჰპირდებოდნენ ხალხს 24-საათიან წყალმომარაგებას, ახლა 2013 წელზე ალაპარაკდნენ, ეს ხომ საპრეზიდენტო არჩევნების წელია! მითუმეტეს, რომ ამ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ჯერ 28 მილიონი ლარი გამოიყო, მერე ეს თანხა 33 მილიონამდე (არ ეყოთ) გაიზარდა, შედეგი კი სავალალოა.

No comments:
Post a Comment